RB ბანკირის ასისტენტი — თიბისი

თიბისი — ლოგო
თიბისი

RB ბანკირის ასისტენტი

შეთანხმებით ახალი ახალქალაქი · ადგილზე სრული განაკვეთი

“თიბისი” აცხადებს ვაკანსიას თანამდებობაზე - RB ბანკირის ასისტენტი - ახალქალაქის ს/ც #1

ადგილმდებარეობა: ახალქალაქის სერვის ცენტრი #1

მოქმედების ვადა: 01/07/2026

დასაქმების ტიპი: დროებითი ხელშეკრულება

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად.

თიბისის ბიზნესების მხარდაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის, მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

სამუშაოს აღწერა

შენ, როგორც სტაჟიორი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, უზრუნველყოფ:

  • თვითდასაქმებული კლიენტების მოზიდვას და პოტენციური კლიენტებისთვის ბიზნეს სესხის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
  • ეფექტური გაყიდვების წარმოებას;
  • შედეგებზე ორიენტაციას – ყოველდღიური/ყოველთვიური დავალებების შესრულებას;

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
  • დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;
  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირის შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებლის ზრდას და პოზიციურად განვითარებას;
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებისთვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ კარიერულ განვითარებას
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.