ფინანსური ანალიტიკოსი
სამშენებლო კომპანია "გრავიტა" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი)
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის ბალანსის, მოგება-ზარალის და ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიშგებების მომზადება როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული პროექტის მიხედვით;
- პროექტის დამკვეთთან წარსადგენი შესრულებული სამუშაოების ფორმების გამართულობაზე და ფინანსური ინფორმაციის სისწორეზე ზრუნვა;
- ყოველკვირეულ ჭრილში ფულადი სახსრების დეტალური ანგარიშგების მომზადება;
- როგორც შიდა, ასევე გარე აუდიტის პროცესში ჩართულობა და შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
- შიდა ბიზნეს პროცესების გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
- დოკუმენტების ფინანსური ანალიზი მოთხოვნის შესაბამისად;
- ბიუჯეტირების პროცესისთვის საჭირო ინფორმაციის მოგროვება, საჭირო ორგანიზაციული ერთეულების პროცესში ჩართვის უზრუნველყოფა;
- ბუღალტრული მონაცემების დამუშავება, სხვადასხვა მენეჯერული რეპორტის წარდგენა მენეჯმენტისთვის;
- დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების ან მომიჯნავე მიმართულებით;
- ფინანსური ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
- ფინანსური და ბუღალტრული მონაცემების დამუშავების გამოცდილება;
- MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დროის ეფექტურად მართვისა და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.