QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერი
Boxette Group აცხადებს ვაკანსიას QA — ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვართ საერთაშორისო ლოგისტიკური ბიზნეს ჯგუფი, რომელსაც ოფისები აქვს საქართველოში, უკრაინასა და უზბეკეთში. თუ ხარ დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული და გინდა კარიერა IT სფეროში — ეს პოზიცია შენთვისაა.
სამუშაო ადგილი: დისტანციურად ან ოფისიდან თბილისის ცენტრში.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00
ანაზღაურება: გასაუბრების შედეგად
ძირითადი მოვალეობები:
- ახალი პროგრამული ფუნქციონალის ტესტირება მისი გაშვებამდე;
- ხარვეზების (bug) გამოვლენა, დოკუმენტირება და დეველოპერებისთვის გადაცემა;
- გამოსწორებული ხარვეზების ხელახალი შემოწმება (retest);
- კომუნიკაცია ჩვენს ოფისებთან უკრაინაში, თბილისსა და უზბეკეთში პოტენციური პროგრამული ხარვეზების გამოსავლენად და შესამოწმებლად;
- ტესტირების შედეგების აღრიცხვა და პროდუქტის გუნდისთვის უკუკავშირის მიწოდება.
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა — სავალდებულო;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
- პრობლემის გარკვით, ლაკონურად და თანმიმდევრულად აღწერის უნარი (როგორც წერილობით, ისე ზეპირად);
- კომპიუტერთან თავისუფალი მუშაობა და ახალი ხელსაწყოების სწრაფად ათვისების უნარი;
- ენების ცოდნა: ქართული და რუსული — თავისუფლად (უცხოეთის ოფისებთან კომუნიკაციისთვის); ინგლისურის ცოდნა — სასურველია;
- ანალიტიკური და სისტემური აზროვნება;
- გუნდში მუშაობის უნარი.
უპირატესობა მიენიჭება (არ არის სავალდებულო):
- IT სფეროში ან პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში მუშაობის გამოცდილება;
- Jira-სა და მსგავს task-tracking სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ან სწავლის სურვილი;
- ვებ და მობილური აპლიკაციების მუშაობის ზოგადი ცოდნა;
- უმაღლესი განათლება (ტექნიკური მიმართულება ჩაითვლება უპირატესობად).
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ, სრულ განაკვეთზე დასაქმებას მზარდ საერთაშორისო კომპანიაში;
- პროფესიულ განვითარებასა და IT სფეროში ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
- მეგობრულ, გუნდურ სამუშაო გარემოს.