პროგრამის ოპერატორი- იგოეთი — იგოეთი

იგოეთი

პროგრამის ოპერატორი- იგოეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "იგოეთი" აცხადებს ვაკანსიას პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: კასპის რაიონი, სოფელი იგოეთი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00

ტრანსპორტირება: თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან

ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

ძირითადი მოვალეობები:

  • საწარმოში მიმდინარე პროცესების პროგრამული გატარება;
  • პროგრამა Apex-ში მუშაობა და მონაცემების შეყვანა;
  • შეკვეთების აკრეფა და დამუშავება;
  • გაყიდვების პროგრამული გატარება;
  • პროგრამაში მონაცემების სისწორისა და სიზუსტის კონტროლი;
  • შესაბამისი ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
  • ყოველდღიურ სამუშაო პროცესებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პროგრამის ოპერატორის ან მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის კარგი უნარები;
  • მონაცემებთან მუშაობისას სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ახალი პროგრამებისა და სამუშაო პროცესების სწრაფად ათვისების უნარი;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • ტრანსპორტირებას თბილისიდან, აღმაშენებლის ხეივნიდან სოფელ იგოეთამდე და უკან;

გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამის ანაზღაურებას.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ