პროგრამის მენეჯერი — საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია

პროგრამის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სს "საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს პროგრამის მენეჯერის ვაკანსიაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ფინანსური მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამებში, საკუთარ პორტფელში არსებული პროექტების ზედამხედველობა, მართვა და პერიოდული ანგარიშგება.
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით დაგეგმილი პროგრამების განხორციელების პროცესში ჩართვა.
  • პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტების მიერ პროგრამულ უზრუნველყოფებში წარმოდგენილი განაცხადების განხილვა, კრიტერიუმებთან და პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
  • პარტნიორ ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაცია და სახელმწიფო პროგრამების ჭრილში თანამშრომლობის ხარისხის კონტროლი.
  • არსებული პროგრამების ჭრილში სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური ინფორმაციის შეგროვება.
  • მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის არსებული პროგრამების ბენეფიციარებთან კომუნიკაცია, საჭიროების შემთხვევაში შეხვედრების დაგეგმვა.
  • სახელმწიფო პროგრამების ცნობადობის ამაღლების კუთხით სხვადასხვა ტიპის ტრენინგში და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება.
  • კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება.
  • სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, საბანკო საქმის, ეკონომიკის ან მათემატიკის მიმართულებით.
  • საბანკო ინსტიტუტებში მცირე და საშუალო (SME) ან კორპორატიული სესხების დამუშავების მიმართულებით (საკრედიტო ანალიტიკოსად) მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა (B2).
  • სასურველია კანდიდატს გავლილი ჰქონდეს ACCA-ის რომელიმე დონე.
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა.
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
  • მონაცემთა ანალიზის კომპეტენცია.
  • სტრატეგიული ხედვა.
  • ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება.
  • პასუხისმგებლობის გრძნობა.
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

თანამდობრივი სარგო განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კომპეტენციების შესაბამისად.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 10 ივლისი.