პრისეილერი, პრისეილერის დამხმარე — TRD

TRD

პრისეილერი, პრისეილერის დამხმარე

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
"თიენდარი" საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. თიენდარი საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს საერთაშორისო ბრენდს BAT (British American Tobacco).
20 წლიანი ისტორია, საქართველოს მასშტაბით 200-მდე თანამშრომელი, ერთგული პარტნიორები და მრავალფეროვანი ბრენდები FMCG (Non-Food) კატეგორიაში.

ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს სტაბილურობასა და ხარისხს, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ გვერდს http://www.trd.ge ან მოგვწერეთ მეილზე

"თიენდარი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის და პრისეილერის დამხმარეს პოზიციებზე - თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მოლაპარაკების წარმოება არსებულ ობიექტებთან და პოტენციურ კლიენტებთან;
** ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** შეკვეთების აღება და ნაშთების მუდმივი კონტროლი;
** შესრულებული საქმიანობის შესახებ პერიოდული ანგარიში უშუალო ხელმძღვანელთან;
** თაროებზე პროდუქციის მუდმივი შევსება, ნაშთებისა და ვადების კონტროლი;
** პროდუქციის თაროს წილის მაქსიმიზაცია და გამოჩენადობის უზრუნველყოფა;
** სარეკლამო მასალებისა და დამატებითი ბრენდირებული სტენდების/მოწყობილობების განთავსება-მოვლა;
** კონკურენტული გარემოსა და ბაზრის ტენდენციების მონიტორინგი, სიახლეების დაფიქსირება;

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია FMCG სექტორში);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ენერგიულობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი.
** სავალდებულოა - საკუთარი ავტომობილი

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 10:00 სთ - 17 სთ;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, როსტომ აბრამიშვილის ქ. 2.
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;