პრისეილერი, მერჩენდაიზერი- გურია — კოკა-კოლა გურია

კოკა-კოლა გურია

პრისეილერი, მერჩენდაიზერი- გურია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

შპს " კოკა-კოლა გურია " აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე. 1. პრისეილერი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; ** წინასწარ განსაზღვრული მარშუტების მიხედვით სავაჭრო ობიექტებთან ვიზიტი და შეკვეთის ფორმირება; ** სავაჭრო ობიექტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გადახდის პირობების ჩათვლით; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი და კონტროლი; ** სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის წარმოდგენის სტანდარტების კონტროლი; ** პროდუქციის თაროზე/მაცივარში განლაგება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად; ** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება; ** ქსელში დატოვებული ვალების მუდმივი მონიტორინგი; ** სავაჭრო ობიექტებთან ნავაჭრი თანხის აღებისთვის სალარო აპარატის სწორად გამოყენების წესების დაცვა; ** ყოველდღიურად ამოღებული თანხების კომპანიის ანგარიშზე დროული განთავსება და რეპორტინგი; ** ინფორმაცია ქსელში მაცივრების განთავსების/წამოღების/შეკეთების/გაცვლის საჭიროების შესახებ; ** სავაჭრო ქსელში შეღწევადობის ზრდის, პოზიციების გაუმჯობესების, ბრენდის პოპულარიზაციის ღონისძიებების გატარება; ** სიახლეების, აქციებისა და სხვა აქტივობების შეთავაზება არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის; ** ახალი კლიენტების მოძიება, ასევე პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის მოძიება; ** ყოველდღიურად ჩატარებული სამუშაოების შესახებ რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; ** მიღებული დავალებების შესრულება დადგენილ ვადაში; ** კომპანიის საკუთრებაში არსებული ნივთების (მანქანა, სალარო აპარატი) მოვლა და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მოქმედი მართვის მოწმობა: B (მექანიკა) ** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება პიროვნული უნარ-ჩვევები: ** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; ** კომუნიკაბელურობა, მოლაპარაკებების წარმოებისა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი; ** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული + საბონუსე სისტემა 2. მერჩენდაიზერი ძირითადი მოვალეობები: ** პროდუქციის სახეობებისა და მახასიათებლების სრულფასოვანი ცოდნა; ** სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის წარმოჩენა მერჩენდაიზინგის სტანდარტების სრული დაცვით; ** ყოველდღიურად თაროზე/მაცივარში პროდუქციის განლაგების ფოტო დასურათება და ელექტრონული სახით გაზიარება. ფოტოს გადაღება დალაგების დაწყებამდე და დასრულების შემდეგ; ** სავაჭრო ობიექტზე ახალი მაცივრის აწყობა და პროდუქციის პლანოგრამის მიხედვით განლაგება; ** სავაჭრო ობიექტებზე არსებული მაცივრების კოდების და მეწარმის შესაბამისობის გადამოწმება; ** ობიექტებიდან საჭირო ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელობისთვის დროული მიწოდება; ** დაკისრებული მოვალეობების და ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მართვის მოწმობა - B მექანიკა პიროვნული უნარ-ჩვევები: ** მაღალი პასუხისმგებლობა, პუნქტუალურობა, დისციპლინა; ** შრომისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება; ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ანაზღაურება: ფიქსირებული