PR & კომუნიკაციების ხელმძღვანელი
DEUS HOLDING ეძებს PR & COMMUNICATIONS LEAD-ს.
ლოკაცია: თბილისი | Full-time, ნაწილობრივ დისტანციური.
"DEUS HOLDING"-ისა და ჩვენი საერთაშორისო პროექტების განვითარების ახალ ეტაპზე ვეძებთ ძლიერ PR & Communications Lead-ს, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას კომპანიისა და მისი პროექტების საკომუნიკაციო მიმართულების განვითარებაზე საქართველოში.
ვეძებთ ადამიანს, რომელიც თვითონ დაინახავს ამბავს, შექმნის იდეას და მიიყვანს მას შედეგამდე.
ამ პოზიციის მთავარი მიზანია "DEUS HOLDING"-ისა (ლუქსიუმის პარტნიორის) და მისი პროექტების ცნობადობის, ნდობისა და ძლიერი საჯარო პოზიციონირების განვითარება.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- PR და საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და განხორციელება;
- კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში საინტერესო news hook-ებისა და PR შესაძლებლობების პროაქტიულად აღმოჩენა;
- მედიასთან ურთიერთობა — ინტერვიუები, სტატიები, სიუჟეტები, პრესრელიზები და სპეციალური პროექტები;
- Founder/CEO-ს პერსონალური ბრენდისა და საჯარო კომუნიკაციის განვითარება;
- Facebook, Instagram, TikTok, YouTube და LinkedIn-ისთვის საკომუნიკაციო და content strategy-ს შექმნა;
- ყოველდღიური რეალური პროცესების საინტერესო ისტორიებად და თანამედროვე short-form ვიდეოკონტენტად გარდაქმნა;
- კომპანიის მნიშვნელოვანი სიახლეების, მიღწევებისა და საერთაშორისო განვითარების სწორად შეფუთვა და გაშუქება;
- მედია, ინფლუენსერებთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობების განვითარება;
- ვიდეოგრაფების, დიზაინერების, კონტენტ-კრეატორებისა და სხვა გარე რესურსების მოძიება და კოორდინაცია;
- რეპუტაციული და კრიზისული კომუნიკაციის მართვა;
- კონკურენტების, ტრენდებისა და საინფორმაციო გარემოს მუდმივი მონიტორინგი;
- განხორციელებული აქტივობების შედეგების ანალიზი და კონკრეტული KPI-ებით შეფასება.
ვის ვეძებთ:
- მინიმუმ 3-5 წლიანი რეალური გამოცდილება PR-ის, კომუნიკაციების, მედიის ან ბრენდ-მარკეტინგის მიმართულებით;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- ქართული მედია გარემოსა და სოციალური მედიის თანამედროვე ფორმატების კარგი ცოდნა;
- storytelling-ისა და ძლიერი ტექსტის შექმნის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობა, ინიციატივიანობა და შედეგზე ორიენტაცია.
განსაკუთრებული უპირატესობა იქნება: ტექნოლოგიურ, ფინანსურ, fintech/blockchain ან საერთაშორისო კომპანიებთან მუშაობის გამოცდილება; მედიასთან არსებული პროფესიული ურთიერთობები; Founder/Executive personal branding-ის გამოცდილება; TikTok/Reels/YouTube Shorts-ის კარგად გაგება.
შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება ონლაინ გასაუბრება.