PR და მარკეტინგის მენეჯერი- ქუთაისი — ადეიშვილის კლინიკა

ადეიშვილის კლინიკა

PR და მარკეტინგის მენეჯერი- ქუთაისი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ადეიშვილის კლინიკა ქუთაისში ეძებს PR და მარკეტინგის მენეჯერს.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • კომპანიის PR და მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება;
  • კომპანიის ბრენდის ცნობადობისა და პოზიციონირების გაძლიერებაზე მუშაობა;
  • სოციალური მედიის პლატფორმებისთვის კონტენტ იდეებისა და საკომუნიკაციო მიმართულებების შემუშავება;
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, ორგანიზება და შედეგების ანალიზი;
  • კომპანიის მომსახურებების პოპულარიზაციისთვის მარკეტინგული მასალების (ტექსტები, ბანერები, ვიდეოები და ა.შ) მომზადების კოორდინაცია;
  • ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნის პროცესში აქტიური ჩართულობა;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
  • სოციალური მედიის ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი, კრეატიული ფორმატების ინიცირება;
  • დიზაინერებთან, სააგენტოებთან და შიდა გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • ბრენდის ტონისა და ვიზუალური სტილის ერთიანობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში.
  • კომპანიის სტრატეგიიდან გამომდინარე მარკეტინგული გეგმის შემუშავება. მარკეტინგული მიზნის, სტრატეგიისა და ტაქტიკის ჩამოყალიბება, დასახული მიზნის მისაღწევად საჭირო ქმედებების დაგეგმვა
  • მომსახურების განვითარების პროცესებში მონაწილეობის მიღება
  • კომპანიის საიმიჯო/სარეკლამო საშუალებების შექმნაში მონაწილეობის მიღება
  • თანამდებობრივი კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა საოფისე ადმინისტრაციული საკითხების მართვა და კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, PR-ის, ბიზნესის ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის გამართული წერითი და ვერბალური ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად მართვის გამოცდილება;
  • კრეატიული ხედვა და ძლიერი კომუნიკაციის უნარები.