PR და მარკეტინგის მენეჯერი- ბათუმი
შპს "მისო ბერმელი / Bermeli" აცხადებს ვაკანსიას პიარისა და მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
- სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია (Meta Ads, TikTok Ads, Google Ads);
- ლიდების, ზარების, ვიზიტებისა და გაყიდვების ანალიზი;
- გაყიდვების Funnel-ის მონიტორინგი (რეკლამა → ზარი → ვიზიტი → გაყიდვა);
- კონტენტ კალენდრისა და გაყიდვებზე ორიენტირებული იდეების დაგეგმვა;
- კამპანიების შედეგების ანალიზი და ყოველკვირეული რეპორტინგი;
- აუდიტორიების შექმნა, Remarketing და A/B ტესტირება;
- ახალი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების ინიცირება;
- კონკურენტების და ბაზრის მონიტორინგი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების ან დაკავშირებული მიმართულების ცოდნა;
- მარკეტინგული სტრატეგიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
- ბაზრის კვლევის, მომხმარებლის ქცევის ანალიზისა და კონკურენტული გარემოს შეფასების უნარი;
- ციფრული მარკეტინგის ინსტრუმენტების (სოციალური მედია, ონლაინ რეკლამა, კონტენტ მარკეტინგი) ცოდნა;
- ბრენდის პოზიციონირების და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავების კომპეტენცია;
- რეალიზაციის პროცესის დაგეგმვისა და ბაზრის გაფართოების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება: 3750 ლარიდან კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიულ ტრენინგებს;
- კორპორაციულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე: http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy, და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
https://bermeli.selfrecruit.ge/s/7wmh