PR ბიზნეს-პარტნიორი — ტრანსკომი

ტრანსკომი

PR ბიზნეს-პარტნიორი

₾5900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ტრანსკომ გრუპი ეძებს გამოცდილ და პროაქტიულ PR ბიზნეს-პარტნიორს მარკეტინგის გუნდში, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კომპანიისა და ბრენდის კორპორაციული კომუნიკაციების განვითარებაზე საქართველოში.

"ტრანსკომ გრუპში" ვეძებთ პროფესიონალს მედიასთან ურთიერთობის (Media Relations) მიმართულებით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კორპორაციული კომუნიკაციების ყველა მიმართულებაზე: ქართულ მედიასთან და სოციალურ ქსელებთან ურთიერთობაზე, სპეციალურ პროექტებსა და სხვა საკომუნიკაციო აქტივობებზე.

კომუნიკაციური მხარდაჭერის ძირითადი ბიზნეს მიმართულებებია: სელერები, მყიდველები, პიკაპ-პუნქტები, ფინტექი, ლოგისტიკა, GR და სხვა მიმართულებები.

ძირითადი მოვალეობები:

  • საქართველოში კომპანიის ყველა საკომუნიკაციო მიმართულების პროაქტიული მხარდაჭერა: გარე კომუნიკაციები, მარკეტინგული კომუნიკაციები, SMM;
  • კომუნიკაციების რეგულარული დაგეგმვა, კომპანიის შიგნით საინტერესო საინფორმაციო მიზეზების მოძიება და შესაბამისი კონტენტის შექმნა: პრესრელიზებისა და კომუნიკაციის სხვა ფორმატების მომზადება;
  • ბიზნეს მიმართულებებთან აქტიური თანამშრომლობა აქტუალურ თემებსა და პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით;
  • მედიის მოთხოვნებზე მუშაობა შესაბამისი პროფილისა და კრიზისულ თემებთან დაკავშირებით;
  • სპიკერებისთვის ძირითადი საკომუნიკაციო გზავნილებისა და თეზისების მომზადება;
  • თანამშრომლობა დარგობრივ ასოციაციებთან;
  • საერთაშორისო/ქვეყნებს შორის სპეციალური პროექტებისთვის თემების, იდეებისა და კონტენტის მომზადება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ რეგულარული ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა PR-ის მიმართულებით საერთაშორისო კომპანიაში, სააგენტოში ან მედიასაშუალებაში;
  • გამოირჩევა კრეატიული აზროვნებით, სწრაფი რეაქციითა და პროაქტიული სამუშაო მიდგომით;
  • აქვს კრიზისული კომუნიკაციების მართვისა და არასტანდარტული სიტუაციების გადაჭრის გამოცდილება;
  • საჭიროების შემთხვევაში მზად არის იყოს 24/7 კავშირზე და იმუშაოს არასამუშაო საათებში;
  • აქვს ძლიერი კოპირაიტინგის უნარები — შეუძლია ნებისმიერი ფაქტობრივი მასალიდან შექმნას საინტერესო, გასაგები და მკითხველისთვის მიმზიდველი ტექსტი;
  • შეუძლია სხვადასხვა სტილისა და აუდიტორიისთვის ტექსტების მომზადება — როგორც ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი მარტივი და საინტერესო კონტენტის, ისე B2B სეგმენტისთვის პროფესიული და ბიზნეს-კომუნიკაციების;
  • კარგად იცნობს საქართველოს მედიაბაზარს და აქვს ჩამოყალიბებული პროფესიული კონტაქტების ქსელი ჟურნალისტებთან;
  • შეუძლია ბიუჯეტის გარეშე საინფორმაციო ამბებისა და სიახლეების მედიისთვის ეფექტურად შეთავაზება (pitching);
  • გამოირჩევა მაღალი კომუნიკაციური უნარებით, შეუძლია სწრაფად მოძებნოს საჭირო კონტაქტი და დაამყაროს ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ტიპის ადამიანთან — იქნება ეს ჟურნალისტი, მყიდველი, სელერი, დარგობრივი ექსპერტი თუ კომპანიის სპიკერი;
  • მზად არის დინამიური და მაღალი ტემპის სამუშაოსთვის, სწრაფად ჩაერთოს ახალ თემებში და გაერკვეს ბიზნესის ძირითად მაჩვენებლებსა და პროცესებში;
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა სასაუბრო და წერით დონეზე.

ჩვენ გთავაზობთ:

  • მუშაობას საერთაშორისო მასშტაბის ცნობილ ბრენდთან;
  • დინამიკურ და მრავალფეროვან სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
  • გუნდში მუშაობას სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან.

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან

დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი

ხელფასი: 4,000-5,900 ლარი (Net / ხელზე ასაღები)