პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით - ბათუმი — ჯორჯიან ქარდი

ჯორჯიან ქარდი — ლოგო
ჯორჯიან ქარდი

პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით - ბათუმი

შეთანხმებით ახალი ბათუმი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ჯორჯიან ქარდში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში.

სამუშაო ლოკაცია: ბათუმი, ბათუმის შემოგარენი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენელისთვის;
  • პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესაბამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.);
  • პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება;

მოთხოვნები:

  • მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • საკუთარი სკუტერი/მოპედი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით ტრანსპორტი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);
  • შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • კლიენტების თავაზიანი მომსახურება;
  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • მომსახურების ხელშეკრულება პროექტის განმავლობაში (2-3 თვე);
  • სამუშაო განრიგი: კვირაში არაუმეტეს 40 საათი;
  • ანაზღაურება: გამომუშავებით, შესრულებული დავალებების რაოდენობის მიხედვით;
  • უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.