პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით — ჯორჯიან ქარდი

ჯორჯიან ქარდი — ლოგო
ჯორჯიან ქარდი

პოსტექნიკოსი საკუთარი მოპედით

₾3000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

სს "ჯორჯიან ქარდი" აცხადებს ვაკანსიას პოსტექნიკოსის პოზიციაზე, საკუთარი მოპედით/სკუტერით, სეზონური პროექტის ფარგლებში (ივლისი-სექტემბერი)

სამუშაო ლოკაცია - თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე და ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება ობიექტის წარმომადგენელისთვის;
  • პოს ტერმინალის აქსესუარების სავაჭრო ობიექტებზე მიტანა და საჭიროების შესამისად პოს ტერმინალზე მომსახურება (მაგ: ელემენტის ამოცვლა, ქვითრის ქაღალდი ჩადება, ინტერნეტსიმის ამოცვლა და ა.შ.);
  • პოს ტერმინალის სავაჭრო ობიექტებიდან წამოღება.

მოთხოვნები:

  • მონათესავე პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
  • საკუთარი სკუტერი და აღჭურვილობა რაც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული (აუცილებელი წესით სკუტერი უნდა იყოს ტექნიკურად გამართული და წარმოდგენილი უნდა იყოს შესაბამისი მოწმობა, ასევე, გამართული და მოწესრიგებული ყუთი/კონტეინერი, სადაც განთავსდება პოს ტერმინალი და მისი აქსესუარები);
  • კლიენტების თავაზიანი მომსახურება.

უნარები:

  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი;

სამუშაო პირობები:

  • მომსახურების ხელშეკრულება ზაფხულის სეზონზე (2-3 თვე)
  • სამუშაო საათები 10:00 საათიდან დავალებების შესრულების შესაბამისად, არაუმეტეს 19:00 საათისა, დასვენება კვირაში 1 დღე წინასწარი შეთანხმებული განრიგით;
  • ანაზღაურების ფიქსირებული დიაპაზონი 2500-3000 ლარი;
  • უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
  • მეგობრული სამუშაო გარემო.