POS ტექნიკოსი (საკუთარი სკუტერით/მოპედით) — ჯორჯიან ქარდი

samushao.ge
ჯორჯიან ქარდი — ლოგო
ჯორჯიან ქარდი

POS ტექნიკოსი (საკუთარი სკუტერით/მოპედით)

₾3000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საქართველოს ბანკის ჯგუფში შემავალი კომპანია ჯორჯიან ქარდი აცხადებს ვაკანსიას POS ტექნიკოსის პოზიციაზე (საკუთარი სკუტერით/მოპედით)

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

თუ გაქვთ საკუთარი სკუტერი/მოპედი, ხართ აქტიური, პასუხისმგებლიანი და მოტივირებული, შემოუერთდით ჩვენს გუნდს და მიიღეთ შესაძლებლობა თვეში 2,500–3,000 ლარი გამოიმუშაოთ (ფიქსირებული საბაზისო ანაზღაურება + შესრულებული დავალებების მიხედვით დამატებითი ანაზღაურება).

სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — ჩვენ უზრუნველვყოფთ სრულფასოვან სწავლებასა და პრაქტიკულ სწავლებას, რათა სწრაფად აითვისოთ სამუშაო პროცესი.

ძირითადი მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტებზე POS ტერმინალის მიტანა, ჩართვა და მომხმარებლისთვის მისი გამოყენების ძირითადი წესების გაცნობა;
  • POS ტერმინალთან დაკავშირებული მარტივი ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა (ელემენტის შეცვლა, ქვითრის ქაღალდის შევსება და სხვა);
  • სავაჭრო ობიექტებიდან POS ტერმინალის წამოღება.

მოთხოვნები:

  • საკუთარი, ტექნიკურად გამართული სკუტერი ან მოპედი;
  • შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • მომხმარებელთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაციის უნარი.

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
  • აქტიურობა და მოტივაცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები:

  • მომსახურების ხელშეკრულება;
  • სამუშაო გრაფიკი – კვირაში არაუმეტეს 40 საათისა;
  • მეგობრული, პროფესიონალური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ

Recruiter.ge-ზე შეგიძლია ნახო საქართველოში ყველა პლატფორმაზე არსებული ყველა ვაკანსია.

გადადი →