პოლიგრაფიული საწარმოს თანამშრომელი/მჭრელი
სარეკლამო კომპანია
"ედვინგსი"
აცხადებს ვაკანსიას (სტამბაში)
პოლიგრაფიულ საწარმოს თანამშრომლის
(ქაღალდის მჭრელისა და მკვეთავის) პოზიციაზე.
შესაძლებელია აღნიშნული საქმიანობის ადგილზე შესწავლაც.
პირობები:
- ანაზღაურება: 1200 ლარიდან. მზარდი, ყოველ თვეში 100-100 ლარის მატებით. დამწყებთათვის შესწავლის დონის შესაბამისად, 5 თვის განმავლობაში. ხოლო გამოცდილების მქონეთათვის - 1500 ლარიდან, მზარდი იგივე პრინციპით 2000 ლარამდე.
- სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ფეიქართა ქ. N14 (ამჟამინდელი ეველინა თავაძის 42)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-შაბათის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 სთ-მდე.
ძირითადი მოვალეობები: ხელმძღვანელების მიერ პოლიგრაფიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უპირატესობა მიენიჭება სტამბაში მუშაობის რაიმე გამოცდილებას. (დასაჭრელი ქაღალდის მოწესრიგება, დაჭრა, კვეთა, სხვადასხვა პოლიგრაფიულ დანადგართან მუშაობა).
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- დაკვირვებული და დეტალებზე ორიენტირებული;
- ორგანიზებული, დისციპლინირებული;
- შრომისმოყვარე, ენერგიული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელური;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობას;
- მზარდ სახელფასო სისტემას.
hr@adwings.ge
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 577191391