პირადი მძღოლი
შპს "სტანდარტი" აცხადებს ვაკანსიას პირადი მძღოლის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო განაკვეთი: სრული, 11:00-20:00
ანაზღაურება: 2000 ლარი (ზრდის პერსპექტივით, სამუშაო გრაფიკის მიღმა შესრულებული დამატებითი დავალება ან სამუშაო საათების გადაცილება ანაზღაურდება დამატებით)
ვაკანსიის აღწერა:
ჩვენ ვეძებთ მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, გამოცდილ და მოწესრიგებულ პირად მძღოლს. კანდიდატი პასუხისმგებელი იქნება დამსაქმებლის უსაფრთხო, კომფორტულ და შეუფერხებელ გადაადგილებაზე, ასევე ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივ კონტროლზე.
ძირითადი მოვალეობები:
- დამსაქმებლის დროული და უსაფრთხო გადაადგილება დაგეგმილი მარშრუტების მიხედვით;
- ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობის (ზეთი, საბურავები, სამუხრუჭე სისტემა და ა.შ.) მუდმივი მონიტორინგი;
- ავტომობილის სისუფთავის (როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის) ყოველდღიური კონტროლი;
- გეგმიური ტექნიკური მომსახურების (სერვისის) ორგანიზება;
- საჭიროების შემთხვევაში, სხვადასხვა დავალებების შესრულება (დოკუმენტაციის მიტანა, ამანათების ტრანსპორტირება, სურსათით მომარაგება);
- გამონაკლის შემთხვევებში ხელმძღვანელის ღამის საათებში გადაადგილება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მართვის მოწმობა (B კატეგორია);
- მინიმუმ 5-წლიანი უავარიო მართვის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე (პირად მძღოლად) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- თბილისის ქუჩების და ალტერნატიული გზების სრულყოფილი ცოდნა;
- სასურველია თანამედროვე ავტომობილების მართვის სისტემების სრულყოფილი ცოდნა (მაგ : ნავიგაციის ციფრული სისტემების, მულტიმედიის და სხვა დამხმარე ჭკვიანი ფუნქციების თავისუფლად გამოყენება)
პიროვნული მახასიათებლები:
- კონფიდენციალურობა: სამსახურებრივი ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის მკაცრი დაცვა;
- პუნქტუალურობა: დროის მენეჯმენტის მაღალი დონე;
- ეთიკა: ზრდილობიანი და თავშეკავებული კომუნიკაციის უნარი;
- სიმშვიდის შენარჩუნება რთული მოძრაობის პირობებში;
- მოწესრიგებული და რეპრეზენტაბელური გარეგნობა.