მძღოლის დამხმარე — PSP Pharma

PSP Pharma — ლოგო
PSP Pharma პრემიუმი

მძღოლის დამხმარე

₾1500 ლარი - 640 ლარი ფიქსირებული + ბონუსი 860 ლარი ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

შემოუერთდი PSP ფარმას გუნდს მძღოლის დამხმარის პოზიციაზე

„PSP Pharma“ არის პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანია ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით. 1994 წლიდან კომპანია უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას. დღეს PSP წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ სააფთიაქო ქსელს საქართველოში — 350-ზე მეტი ობიექტით და მილიონობით მომხმარებლით.

2006 წლიდან PSP აკადემია უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სისტემატურ ტრენინგებს, რაც თანამშრომლებს აძლევს შესაძლებლობას განივითარონ ცოდნა, გაიუმჯობესონ უნარები და განვითარდნენ კარიერულად.

„PSP Pharma“ აცხადებს ვაკანსიას მძღოლის დამხმარის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ლილოს დასახლება.

რატომ PSP ფარმა?

PSP-ში ფარმაცევტები არიან პაციენტების სანდო პარტნიორები. თითოეული სამუშაო დღე აქ გაძლევს შესაძლებლობას განვითარდე, გაიღრმაო ცოდნა და შეიტანო რეალური ცვლილება ადამიანების ჯანმრთელობაში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • 640 ლარი ფიქსირებული + ბონუსი 860 ლარი.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას ;
  • თანამშრომლებისთვის განსაზღვრულ ფასდაკლებას;
  • კომპანიის მიერ უზრუნველყოფილ ტრანსპორტირებას;

სამუშაო გრაფიკი

  • ორშაბათი - პარასკევი: 07:00 – 16:00
  • შაბათი: 07:00 – 12:00

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • მძღოლის დახმარება პროდუქციის მიწოდებაში კომპანიის სტანდარტების, მარშრუტისა და შეკვეთის შესაბამისად;
  • სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა პროდუქციის უსაფრთხოების წესების დაცვით, ტვირთის სწორად განთავსება და ჩატვირთვა/გადმოტვირთვის პროცესის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მართვის მოწმობა - B კატეგორია

პიროვნული უნარები

  • ეფექტური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • თავაზიანობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის მართვისა და შეზღუდულ დროში ეფექტურად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ შეავსოთ განაცხადის ფორმა