პირადი დაცვის თანამშრომელი — AUTOPAPA

AUTOPAPA — ლოგო
AUTOPAPA

პირადი დაცვის თანამშრომელი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას პირადი დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, რუსთავი;

ანაზღაურება: შეთანხმებით, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, შესასრულებელი სამუშაოს საჭიროებების გათვალისწინებით

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პასუხისმგებლიან, დისციპლინირებულ და მაღალი პროფესიული სტანდარტების მქონე პირადი დაცვის თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის დირექტორის უსაფრთხოებას ყოველდღიურ საქმიანობასა და გადაადგილების პროცესში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის დირექტორისა და, საჭიროების შემთხვევაში, მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველდღიური საქმიანობისა და გადაადგილების პროცესში;
  • დირექტორის გადაადგილების, შეხვედრებისა და სხვადასხვა ღონისძიების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
  • შესაძლო რისკებისა და საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება;
  • გარემოს მუდმივი დაკვირვება და საეჭვო/არასტანდარტულ სიტუაციებზე დროული რეაგირება;
  • საჭიროების შემთხვევაში გადაადგილების მარშრუტებისა და გარემოს წინასწარი შეფასება;
  • საგანგებო ან რისკის შემცველ სიტუაციებში სწრაფი და ადეკვატური მოქმედება;
  • დირექტორის გადაადგილების პროცესში უსაფრთხოების შესაბამისი პროტოკოლების დაცვა. საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სამსახურებთან კოორდინაცია;
  • მიღებული ინფორმაციისა და სამუშაო პროცესთან დაკავშირებული საკითხების მკაცრი კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ხელმძღვანელის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • პირადი დაცვის, უსაფრთხოების ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია გამოცდილება სამხედრო, სამართალდამცავ ან სპეციალურ დანიშნულების სტრუქტურებში;
  • კარგი ფიზიკური მომზადება;
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია);
  • რუსული ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დაკვირვებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
  • დისციპლინა და პუნქტუალურობა;
  • სტრესულ და არაპროგნოზირებად სიტუაციებში მშვიდად მოქმედების უნარი;
  • კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის მკაცრად დაცვა.

დასაქმების სხვა პირობები განისაზღვრება კანდიდატთან ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ