პირადი ასისტენტი/პროექტის კოორდინატორი — კომპანია

კომპანია

პირადი ასისტენტი/პროექტის კოორდინატორი

₾2000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვეძებ პირად ასისტენტს / პროექტის კოორდინატორს თბილისში ფორმატი: სრული განაკვეთი (Full-time). 10:00-18:00. ოფლაინ + ნაწილობრივ ონლაინ ხელფასი: 2000 ლარი + ბონუსი ჩემ შესახებ: მე ვარ უძრავი ქონების, დიზაინისა და რემონტის სფეროში მოქმედი კომპანიების მფლობელი თბილისში. ამ ეტაპზე ვეძებ ადამიანს, რომელიც დამეხმარება ოპერაციული პროცესების დალაგებაში და გახდება ჩემი მარჯვენა ხელი ყოველდღიური სამუშაო ამოცანების კოორდინაციაში. რას მოიცავს პოზიცია: ** ამოცანებისა და ვადების კონტროლი ** გუნდისა და კონტრაქტორების კოორდინაცია ** შეხვედრებისა და ონლაინ ზარების ორგანიზება ** კალენდრის მართვა ** Follow-up ამოცანებზე ** CRM-ისა და საორგანიზაციო პროცესების კონტროლი ** სტატუსების შეგროვება და მოკლე ანგარიშების მომზადება ** სამუშაო პროცესების სტრუქტურირებაში დახმარება ** კომუნიკაცია აგენტებთან, დიზაინერებთან, კონტრაქტორებთან და მომწოდებლებთან მნიშვნელოვანია: მჭირდება არა "კრეატიული ქაოსი", არამედ ძალიან ორგანიზებული და სტაბილური ადამიანი, რომელმაც: ** იცის ქართული და რუსული ენები; (აუცილებელია) ** უყვარს წესრიგი; ** კარგად აკონტროლებს ამოცანებს; ** არ ავიწყდება დეტალები; ** მშვიდად მუშაობს რუტინულ პროცესებთან; ** შეუძლია პროცესების ბოლომდე მიყვანა; ** არ იბნევა მრავალამოცანიან გარემოში. დამატებითი უპირატესობა იქნება: ** ასისტენტად ან პროექტის კოორდინატორად მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის ცოდნა; ** CRM / Notion / Google Docs-ის გამოყენების გამოცდილება; ** თბილისში ცხოვრება. ვეძებ ადამიანს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის, ვისთან ერთადაც ეტაპობრივად შევქმნით ძლიერ და ეფექტურ სამუშაო სისტემას.