პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი
მანქანების გაქირავების კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ და მოტივირებულ გოგოს, რომელიც დაგვეხმარება თურქეთსა და აზერბაიჯანში პარტნიორული ქსელის განვითარებაში.
პოზიცია - პარტნიორებთან ურთიერთობის მენეჯერი.
ძირითადი მოთხოვნები:
- თურქული ენის კარგად ცოდნა — აუცილებელია
- აზერბაიჯანული ენის ცოდნა — სასურველია
- კარგი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარი
- პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
- ტურისტულ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად
ძირითადი მოვალეობები:
- თურქეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივი მანქანების გაქირავების კომპანიების მოძიება
- პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება
- ჩვენი კომპანიისა და თანამშრომლობის პირობების გაცნობა
- მოლაპარაკებების წარმოება და პარტნიორობის პირობებზე შეთანხმება
- ახალ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და კომუნიკაცია
ვეძებთ ადამიანს, რომელსაც არ უჭირს ახალი კონტაქტების დამყარება, მოლაპარაკებების წარმოება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.