ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი- ქუთაისი — ჯინეტი

ჯინეტი — ლოგო
ჯინეტი

ოპტიკური ქსელის ტექნიკოსი- ქუთაისი

₾1900 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"GE NET" (ჯინეტი) აცხადებს ვაკანსიას ოპტიკური ქსელის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქუთაისი

განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:

  • მაგისტრალური და სააბონენტო ოპტიკური ქსელის მონტაჟი;
  • ახალი აბონენტების ჩართვა;
  • დროფ კაბელის დამაგრება და აბონენტამდე მიყვანა;
  • ტექნიკური დავალებების შესრულება დადგენილ ვადებში;
  • ქსელში არსებული ხარვეზების დიაგნოსტიკა და აღმოფხვრა;
  • მომხმარებელთან პროფესიული კომუნიკაცია და სამუშაოს ხარისხიანი დასრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია ოპტიკურ კაბელთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • ტექნიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი დონე.

ანაზღაურება (შედეგზე დაფუძნებული სისტემა):

თვიური შემოსავალი იწყება 1000 ლარიდან და აქტიური მუშაობის შემთხვევაში აღწევს 1900 ლარს და მეტსაც (ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი + სატრანსპორტო კომპენსაცია, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით);

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში: ფიქსირებული 900 ლარი (3 თვე);
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი;
  • საკუთარი ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში: დამატებით 500 ლარი სატრანსპორტო კომპენსაცია;

ბონუს სისტემა:

  • მაგისტრალური ოპტიკური კაბელის მონტაჟი/დაჭიმვა - 0.10 ლარი მეტრზე;
  • ფიზიკური პირის ინსტალაცია - 5 ლარი;
  • იურიდიული პირის ინსტალაცია - 10 ლარი;
  • ბიზნეს მომხმარებლის მოძიებისა და წარმატებით ჩართვის შემთხვევაში, თანამშრომლის ინიციატივა და კომუნიკაციური უნარი წახალისდება ბონუსით — დაერიცხება 1 თვის სააბონენტო გადასახადის სრული ოდენობა, მომხმარებლის მიერ არჩეული პაკეტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანი პირობა:

  • ინსტალაცია ჩაითვლება დასრულებულად მხოლოდ ტექნიკური სტანდარტის და ხარისხის კონტროლის შემდგომ;
  • არასწორი მონტაჟის შედეგად წარმოქმნილი ხარვეზის აღმოფხვრა განხორციელდება დამატებითი ანაზღაურების გარეშე.

დამატებითი ინფორმაცია:

  • კომპანია უზრუნველყოფს პროფესიულ განვითარებას და სტაბილურ თანამშრომლობას;
  • ვეძებთ პასუხისმგებელ და გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ კანდიდატს.
  • ეს პოზიცია არ არის დროებითი ან შემთხვევითი დასაქმებისთვის.