ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი- სამტრედია — ვი ჯი ეს ნეთვორქი

ვი ჯი ეს ნეთვორქი

ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი- სამტრედია

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

პოზიცია: ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალატორი

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

სამუშაო ადგილი: სამტრედია

მოთხოვნა: საკუთარი ავტომობილი

ძირითადი მოვალეობები:

  • ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ინსტალაცია;
  • IP ტელევიზიის ინსტალაცია;
  • დაზიანების დროული და სწორი იდენტიფიკაცია და აღმოფხვრა;
  • ოპტიკური ბოჭკოს შედუღება (Fusion Splicing);
  • ოპტიკური ხაზის სიმძლავრის გაზომვა და დიაგნოსტიკა;
  • საჭიროების შემთხვევაში wi-fi და ანდროიდ სმარტ ტვ ბოქსების კონფიგურაცია;
  • შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და შესაბამისი ინფორმაციის სისტემაში დაფიქსირება;
  • კომპანიის ტექნიკური სტანდარტებისა და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ოპტიკურ-ბოჭკოვან ქსელებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Fusion Splicer-თან მუშაობის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია FTTH/GPON ქსელის საბაზისო ცოდნა;
  • ტექნიკური აზროვნება და პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა და აბონენტებთან სწორად ურთიერთობის უნარი;
  • ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნა;
  • საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა — აუცილებელია.

საკუთარი ავტომობილის მოთხოვნა:

  • სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, ინსტალატორს უწევს სხვადასხვა მისამართზე გადაადგილება. შესაბამისად, აუცილებელია საკუთარი ავტომობილის არსებობა.
  • საწვავის/ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება — შეთანხმებისამებრ.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ფიქსირებულ ანაზღაურებას (+ ბონუსი.);
  • შესრულებული სამუშაოს მიხედვით დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და გრძელვადიან სამუშაოს;
  • პროფესიულ განვითარებას და ტექნიკურ სწავლებას;
  • საჭირო სამუშაო ინვენტარითა და აღჭურვილობით უზრუნველყოფას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს.