ოპერატორი- ბათუმი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. ბათუმი
სამუშაო გრაფიკი: 2 დღე მუშაობა / 2 დღე დასვენება
ანაზღაურება: ხელზე 1200 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- დაურეკოს პოტენციურ მეპატრონეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან უძრავი ქონების ქირით გაცემით ან გაყიდვით.
- შესთავაზოს მეპატრონეებს სააგენტოს მომსახურება და აუხსნას თანამშრომლობის პირობები.
- დაინტერესებულ მეპატრონეს გამოაგზავნინოს საჭირო ინფორმაცია და უძრავი ქონების ფოტოები.
- მიღებული ინფორმაცია და ფოტოები ატვირთოს სააგენტოს შესაბამის პლატფორმებზე.
- სამუშაო დღის განმავლობაში მიღებული შედეგების შესახებ გაუგზავნოს მენეჯერს მოკლე რეპორტი.
ვის მოერგება ეს სამსახური
მნიშვნელოვანია:
- კომუნიკაბელურობა და თავაზიანი საუბარი;
- ტელეფონზე ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომპიუტერისა და ინტერნეტის საბაზისო ცოდნა;
- დავალებების დამოუკიდებლად შესრულების უნარი.
სამუშაოს მთავარი მიმართულებაა პოტენციურ მეპატრონეებთან დაკავშირება, სააგენტოს მომსახურების შეთავაზება და მიღებული განცხადებების დამუშავება.
სამუშაოს დასრულების ვადა: 5 სექტემბრამდე