ოპერატორი — Inex Group

Inex Group — ლოგო
Inex Group

ოპერატორი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი " აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე. "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო საათები: 09:00-15:45, 15:45-22:30 სამუშაო აღწერილობა: ** გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით; ** ამანათების მიღება და გაცემა; ** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება. მოთხოვნები: ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი. ოპერატორის პოზიციაზე განიხილებიან სტუდენტებიც.