ოფისის ადმინისტრატორი — One Point

One Point — ლოგო
One Point

ოფისის ადმინისტრატორი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

HR აუთსორსინგული კომპანია "One Point" პარტნიორი კომპანიისთვის აცხადებს ვაკანსიას ოფისის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ინდუსტრია: საერთაშორისო სადისტრიბუციო

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (4 დღე ოფისიდან, 1 დღე სახლიდან) 09:00 - 18:00

სუბორდინაცია: HR დირექტორი

დამსაქმებელი კომპანიის შესახებ:

დამსაქმებელი კომპანია წარმოადგენს საერთაშორისო სადისტრიბუციო ჯგუფს, რომელიც ოპერირებს სწრაფად მოხმარებადი პროდუქციის (FMCG) სექტორში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან. კომპანია აქტიურად ავითარებს საკუთარ ოპერაციებს, ინოვაციურ მიდგომებსა და კომერციულ საქმიანობას, რაც მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერის მიმართულებით.

პოზიციის აღწერა:

ოფისის ადმინისტრატორი უზრუნველყოფს აღმასრულებელი ოფისის ყოველდღიური საქმიანობის ეფექტურ და შეუფერხებელ წარმართვას. პოზიცია მოიცავს უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას, კალენდრებისა და შეხვედრების მართვას, საოფისე და HR ადმინისტრაციული პროცესების კოორდინაციას, დავალებების შესრულების მონიტორინგსა და შიდა პროცედურების დაცვაზე კონტროლს.

ძირითადი ამოცანები:

  • უმაღლესი რგოლის მენეჯმენტის სამუშაო კალენდრებისა და შეხვედრების მართვა;
  • საოფისე ადმინისტრაციული პროცესების ორგანიზება და მართვა;
  • HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
  • ორგანიზაციული პოლიტიკისა და შიდა პროცედურების დანერგვა, მონიტორინგი და შესრულების კონტროლი;
  • დავალებების კოორდინაცია, პროგრესის მონიტორინგი და ვადების კონტროლი;
  • დაგეგმილი სამუშაოებისა და დავალებების დროული შესრულების უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის წინა გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
  • უმაღლესი რგოლის მენეჯმენტთან მუშაობისა და მაღალი პროფესიონალიზმის შენარჩუნების უნარი;
  • Microsoft Office-ის პროგრამებისა და კალენდრის მართვის ინსტრუმენტების ძალიან კარგი ცოდნა;
  • ძლიერი ორგანიზაციული უნარები, დეტალებზე ორიენტირებულობა და რამდენიმე ამოცანის ერთდროულად მართვის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური ურთიერთობის უნარები;
  • კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

One Point HR Outsourcing არის HR აუთსორსინგული და საკონსულტაციო კომპანია, რომელიც პარტნიორ კომპანიებს HR მომსახურების სრულ სპექტს სთავაზობს. კომპანია გამოირჩევა თანამედროვე HR პრაქტიკებითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებით. One Point ფლობს ISO 9001 სერტიფიკატს, რაც მომსახურების ხარისხის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.