გაყიდვების ოფისის ადმინისტრატორი
სამშენებლო კომპანია ეძებს კომუნიკაბელურ, მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს გაყიდვების ოფისში ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- გაყიდვების ოფისში მოსული სტუმრებისა და პოტენციური კლიენტების დახვედრა;
- კლიენტებისთვის პირველადი ინფორმაციის მიწოდება;
- სატელეფონო ზარებისა და შეტყობინებების მიღება/მართვა;
- შეხვედრებისა და ვიზიტების ორგანიზებაში დახმარება;
- ოფისის ყოველდღიური მოწესრიგებისა და კომფორტული გარემოს უზრუნველყოფა;
- გაყიდვების გუნდისთვის ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- კარგი კომუნიკაციისა და მომსახურების უნარები;
- პასუხისმგებლიანობა და ორგანიზებულობა;
- ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- სამშენებლო/უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.