ოფის მენეჯერი — ელიტ ინფრასტრუქტურა

samushao.ge
ელიტ ინფრასტრუქტურა — ლოგო
ელიტ ინფრასტრუქტურა

ოფის მენეჯერი

₾2500 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

ვაკანსია: ოფის-მენეჯერი

კომპანია „ელიტ ინფრასტრუქტურა“ აცხადებს ვაკანსიას ოფის-მენეჯერის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ორგანიზებულ და პასუხისმგებლიან კანდიდატს, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ოფისის გამართულ და ეფექტიან ყოველდღიურ მუშაობას.

ძირითადი მოვალეობები:

ოფისის ადმინისტრირება: სამუშაო გარემოს წესრიგის კონტროლი, საოფისე ნივთებისა და ტექნიკური მარაგების აღრიცხვა და შევსება.

დოკუმენაცია: შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა, ხელშეკრულებებისა და ოფიციალური წერილების მომზადება/არქივირება.

კომუნიკაცია: სატელეფონო ზარებზე პასუხი, ვიზიტორების მიღება და შეხვედრების ორგანიზება. მომხმარებლებისთვის კონსულტაციის გაწევა და გადამისამართება, კოორდინირება.

მხარდაჭერა: ხელმძღვანელობის მიმდინარე ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.

ლოჯისტიკა: კურიერებთან და სხვა მომსახურე პერსონალთან ურთიერთობის კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან ჰუმანიტარულ სფეროში).
  • სამუშაო გამოცდილება ადმინისტრაციულ პოზიციაზე (ჩაითვლება უპირატესობად).
  • ქართული და ინგლისური ენების გამართულად ფლობა.
  • საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, Powerpoint, Cancas, PDF, Printer, Email, Google Meetings, Drive, Project) მაღალ დონეზე ცოდნა.
  • დროის მართვის, ორგანიზებულობისა და დავალებების პრიორიტეტულად დალაგების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს თბილისში.
  • ტრენინგი, ორგანიზაციის მენეჯმენტის პროგრამებში.
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.
  • მეგობრულ და ინოვაციურ სამუშაო კოლექტივს.