მზარეულის დამხმარე
რესტორანი „მაისის ეზო“ აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლიან, მოწესრიგებულ და შრომისმოყვარე თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება სამზარეულოს გუნდს პროდუქციის მომზადებასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაში.
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქტების პირველადი დამუშავება და მომზადება;
- ბოსტნეულის, ხორცისა და სხვა ინგრედიენტების დამუშავებაში დახმარება;
- ინგრედიენტების დაჭრა, გასუფთავება, აწონვა და მომზადება შესაბამისი დავალების მიხედვით;
- მზარეულების მიერ გაცემული დავალებების შესრულება;
- სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქციისა და ინვენტარის მომზადება;
- პროდუქციის სწორად შენახვა და განთავსება;
- მაცივრებსა და სამუშაო სივრცეში პროდუქციის მოწესრიგება;
- საკვების უსაფრთხოებისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის მუდმივი დაცვა;
- სამზარეულოს სამუშაო პროცესში გუნდის დახმარება.
მნიშვნელოვანი: მზარეულის დამხმარის მოვალეობაში არ შედის კერძების შეკვეთაზე მომზადება და გაშვება. პოზიცია ძირითადად გულისხმობს პროდუქტების დამუშავებას, წინასწარ მომზადებას და მზარეულების დახმარებას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მზარეულობაში მუშაობის გამოცდილება სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- სისუფთავისა და ჰიგიენის ნორმების დაცვა;
- სწრაფად და ორგანიზებულად მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალურობა და დისციპლინა;
- დატვირთულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: რესტორანი „მაისის ეზო“, ქუთაისი
- I ცვლა: 09:00 – 16:00
- II ცვლა: 16:00 – 23:00
- ანაზღაურება: შეთანხმებით