მზარეული- კარალეთი — აგრო-უნივერსალი

აგრო-უნივერსალი — ლოგო
აგრო-უნივერსალი

მზარეული- კარალეთი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

აგრო უნივერსალ საქართველო ცხოველთა საკვების წარმოების სფეროში მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ევროპულ სტანდარტებსა და პროდუქციის მაღალ ხარისხზე.

ვაკანსია — მზარეული

კომპანიის საწარმო მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში და აღჭურვილია ევროპული წარმოების თანამედროვე, ავტომატიზებული ტექნოლოგიური ხაზებით. ჩვენ ვაწარმოებთ სრულფასოვან კომბინირებულ საკვებს სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველებისთვის. ჩვენი მიზანია ქართველი ფერმერებისთვის ხარისხიანი პროდუქციის მიწოდება და საქართველოში მეცხოველეობისა და მეფრინველეობის განვითარებაში წვლილის შეტანა.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე — მზარეული.

ძირითადი მოვალეობები:

  • თანამშრომლებისთვის ყოველდღიური კვების მომზადება შეთანხმებული მენიუს შესაბამისად;
  • პროდუქტების მიღებისა და შენახვის პირობების კონტროლი;
  • სამზარეულოს სისუფთავისა და ჰიგიენური მოთხოვნების დაცვა;
  • სამზარეულოს მარაგების საჭიროებების დროული შეტყობინება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კერძების მომზადების პრაქტიკული გამოცდილება;
  • სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის ძირითადი წესების ცოდნა;
  • ორგანიზებულობა, სისუფთავე და პასუხისმგებლობა.

სამუშაო პირობები და ბენეფიტები:

  • სამუშაო ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი კარალეთი;
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00 -18 :00 ორშაბათი-პარასკევი;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება ქ. გორის ტერიტორიიდან;
  • სტაბილური სამუშაო გარემო.