მზარეული- ახალციხე
" ჯინო ველნეს რაბათი " (Gino Wellness Rabati) არის უნიკალური სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ახალციხის ისტორიული ციხე-სიმაგრის, რაბათის კომპლექსში. სასტუმრო გამორჩეულია თავისი დახვეწილი დიზაინით, მაღალი კლასის სერვისითა და ველნეს-ცენტრით, რომელიც სტუმრებს სთავაზობს დასვენების განსაკუთრებულ გამოცდილებას. ჩვენი გუნდი ორიენტირებულია სტუმარმასპინძლობის უმაღლესი სტანდარტების დანერგვაზე, რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და თითოეული თანამშრომლის პროფესიულ ზრდაზე. ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ პროფესიონალებს, რომლებსაც სურთ გახდნენ გამორჩეული გარემოსა და გუნდის ნაწილი. "ჯინო ველნეს რაბათი" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მზარეული ** სამუშაო გრაფიკი: სრული ** სამუშაო ადგილი: ქ. ახალციხე , სასტუმრო "ჯინო ველნეს რაბათი" ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციების მიხედვით; ** კერძის ხარისხზე, გემოვნურ თვისებებსა და ვიზუალზე ზრუნვა; ** რეცეპტურის სიზუსტით დაცვა და მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა; ** სამზარეულოში არსებული მარაგების ეფექტურად გამოყენება, კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში შეკვეთა; ** ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების (HACCP) დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ** შესაბამისი პროფესიული განათლება ჩაითვლება უპირატესობად. საჭირო პიროვნული უნარები: ** სისწრაფე და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობიანი და გუნდური მუშაობის უნარი. დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს: ** კვება ** მეგობრულ სამუშაო გარემოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა).