მზარეული
ღვინის მაღაზია/ბარი "8000 მოსავალი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე, ქ. თბილისში.
ვინ ვართ ჩვენ:
"8000 მოსავალი" არის ქართული ღვინის მაღაზია/ბარი, სადაც წარმოდგენილია დამოუკიდებელი კომისიის მიერ ფარული დეგუსტაციის წესით შერჩეული ღვინოები. დღეს ჩვენს კოლექციაში 2000-მდე რჩეული ქართული ღვინოა.
ჩვენს ბარში სტუმრებს შეუძლიათ ღვინის შეძენა მაღაზიის თაროს ფასად და მისი დაგემოვნება ღვინოსთან იდეალურად შეხამებულ ცივ ხემსთან ერთად. სივრცე შექმნილია იმისთვის, რომ ღვინო იყოს გააზრებული სიამოვნება და არა უბრალოდ სასმელი.
აქტიურად ვატარებთ საგანმანათლებლო და თემატურ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ღვინის შესახებ ცოდნის გაზრდა და ღვინის სმის მართებული კულტურის ჩამოყალიბება საზოგადოებაში.
ჩვენი მისიაა რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავასინჯოთ და შევაყვაროთ კარგი ქართული ღვინო. ამ ეტაპზე "8000 მოსავალი" 6 მაღაზია/ბარს და ონლაინ მაღაზიას აერთიანებს.
რას გთავაზობთ ჩვენთან დასაქმებისას:
- მუშაობას გუნდში, რომელიც საერთო ხედვითა და ღირებულებებით არის გაერთიანებული;
- ღვინის რეგულარულ დაგემოვნებას და ღვინის შესახებ ცოდნის გაღრმავების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
- FitPass-ის აბონიმენტს შეღავაღიანი პირობებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- სამზარეულოში შემოსული ნედლეულის მიღება, გადამოწმება და ჩაბარება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
- შეკვეთების მომზადების პროცესში მონაწილეობა და მზარეულთან კოორდინაციით დროულად გაშვება;
- ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციების ზუსტი დაცვა;
- სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და შიდა სტანდარტების მკაცრი დაცვა;
- სამუშაო პროცესში სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
- სამუშაო დღის დასრულებისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა სამუშაო დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული მახასიათებლები:
- სასურველია მსგავსი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არა აუცილებელი;
- პუნქტუალურობა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ინტენსიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- შრომისმოყვარეობა და საქმისადმი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება;
- გუნდურად მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
- მოწესრიგებულობა.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე, 11:00სთ-19:00სთ.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქუჩა #26.