მთავარი ტექნიკოსი- გუდაური — ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი — ლოგო
ბენე კომფორტი

მთავარი ტექნიკოსი- გუდაური

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

ბენე კომფორტი უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ტექნიკოსის პოზიციაზე გუდაურში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება;
  • ელექტრო, სანტექნიკური, გათბობა-გაგრილების და სხვა საინჟინრო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტექნიკური მოწყობილობებისა და ინვენტარის შეკეთება;
  • წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება;
  • ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით;
  • პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა და გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ასახვა);
  • თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში;
  • უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი);
  • აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;
  • სამუშაო ადგილი: გუდაური;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული; ასევე საცხოვრებლისა და კვების ხარჯის უზრუნველყოფით;