მთავარი ბუღალტერი — ს.ს. „ ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“

ს.ს. „ ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“ — ლოგო
ს.ს. „ ჯორჯია დესთინეიშენ მენეჯმენტი“

მთავარი ბუღალტერი

₾5000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი

კომპანია 2010 წლიდან წარმოადგენს ტურისტულ ჰოლდინგს და მუშაობს როგორც გამყვან, ასევე შემომყვან ტურიზმზე. მასში გაერთიანებულია, თავის სფეროში, ბაზარზე ლიდერი კომპანიები: GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი ავიახაზების როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia. GDM - კი დაკავებულია შემომყვანი ტურიზმით. პარტნიორები ჰყავს “გალფი”-ს და “დსთ”-ს ქვეყნებში და ასევე, საქართველოს სტუმარებს სთავაზობს ქვეყნის შიდა ტურებს.

მოვალეობები:

  • ბუღალტრული აღრიცხვის პროცესის საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმართვა;
  • ბუღალტრული ოპერაციების განხორციელების უზრუნველყოფა და კონტროლი,
  • ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების დროული და ზუსტი აღრიცხვის მონიტორინგი;
  • საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების შესრულება;
  • პარტნიორ ბანკებთან ურთიერთობა და საბანკო ოპერაციების წარმოების კონტროლი;
  • შემოსავლების სამსახურის ონლაინ პორტალზე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • საბუღალტრო და საბილინგო პროგრამებში წარმოებული ყოველდღიური ოპერაციების მონიტორინგი;
  • დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკურ ან ფინანსურ სფეროში;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება;
  • საგადასახადო კოდექსის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამების და MS Office პროგრამების ცოდნა;

უპირატესობები:

  • აუცილებელი პირობააა კანდიდატს ჰქონდეს მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 3 წელი)