მთავარი ბუღალტერი — Loyal Partners

Loyal Partners — ლოგო
Loyal Partners

მთავარი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
კომპანია Loyal Partners აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

Loyal Partners არის ციფრული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 150-ზე მეტ პარტნიორს სთავაზობს ფინანსურ, საბუღალტრო და ბიზნეს მხარდაჭერის სერვისებს. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან პარტნიორობაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, წყნეთის გზატკეცილი №36ა
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ან ეკონომიკის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (Balance / FINA);
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
** ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგებების მომზადების გამოცდილება;
** ბუღალტრული პროცესების მართვისა და დაქვემდებარებული გუნდის საქმიანობის კოორდინაციის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** ACCA-ის კვალიფიკაციას ან მიმდინარე სწავლას მიენიჭება უპირატესობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო ბაზის მართვა, გატარებების სისწორის კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტების კონტროლი;
** საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების კონტროლი, გადაგზავნა;
** ფინანსური რეპორტების წარმოება;
** არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბუღალტრო კონსულტაციის გაწევა;
** დაქვემდებარებული ჯგუფის მართვა, სამოტივაციო სისტემების დანერგვა;
** კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება და წარმოშობილი საკითხების დროული მოგვარება;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და კლიენტთა მომსახურების სტანდარტების დაცვა;
** ყოველკვირეული სამოქმედო გეგმის შემუშავება, შესრულების პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი;
** გუნდთან რეგულარული შეხვედრების ორგანიზება