მთავარი ბუღალტერი — ბილდკინგს

ბილდკინგს

მთავარი ბუღალტერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "ბილდკინგს" წარმოადგენს დინამიკურად განვითარებად სამშენებლო-სარეაბილიტაციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს მსხვილ ინფრასტრუქტურულ სახელმწიფო ტენდერებს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ავარიული შენობების რესტავრაცია-რეაბილიტაციას.

მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ვეძებთ კვალიფიციურ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ მთავარ ბუღალტერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს პროფესიონალურ გუნდს.

სამუშაო პირობები:

** პოზიციის დასახელება: ბუღალტერი;
** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი: 10:00-19:00 (1 საათი შესვენება);
** ანაზღაურება: 3 500-4000 ლარი თვეში, კანდიდატის კვალიფიკაციისა და პროფესიული გამოცდილების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

** ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვა სისტემაში პირველადი დოკუმენტების საფუძველზე;
** კონტრაქტორების შესრულებული სამუშაოს აქტების აღრიცხვა და ავანსების გაქვითვა;
** თანხების აღრიცხვა თითოეული კონტრაქტორის მიხედვით;
** დამკვეთებთან აქტებზე ა/ფ-ის გამოწერა სრულ თანხაზე, ავანსის გაქვითვა და დაკავებული თანხების აღრიცხვა;
** მიღებულ ავანსებზე დღგ-ს დარიცხვა და ჩათვლა;
** სამშენებლო მასალების მიღება-ჩამოწერის აღრიცხვა ობიექტების მიხედვით;
** ხარჯებისა და შემოსავლების აღრიცხვა პროექტის კოდებისა და მუხლების ჭრილში;
** საბანკო ოპერაციების ასახვა და ამონაწერების შედარება;
** საბანკო გარანტიების და საკომისიოების აღრიცხვა;
** ყოველკვირეული მონაცემების მიწოდება ფინანსური მენეჯერისთვის cash flow-სთვის;
** მომწოდებლებთან და კონტრაქტორებთან ნაშთების შედარება;
** ხელფასის დარიცხვა, საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანის გაანგარიშება;
** დღგ-ს, მოგების და სხვა ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; სრული პასუხისმგებლობა საგადასახადო ვალდებულებებზე;
** ელ. ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების კონტროლი rs.ge-ზე, პირადი ბარათის შემოწმება;
** შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაცია და შემოწმებებში მონაწილეობა;
** ძირითადი საშუალებების (ტექნიკა, დანადგარები) აღრიცხვა და ცვეთის დარიცხვა;
** თვის დახურვა მომდევნო თვის 10 რიცხვამდე;
** წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება და SARAS-ში წარდგენა;
** აუდიტისა და ბანკისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება; სამშენებლო ან იმპორტის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა;
** RS.ge-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება, მათ შორის საგადასახადო დეკლარაციების, ელექტრონული ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების მიმართულებით;
** კონტრაქტორებთან ანგარიშსწორების, ავანსების, დაკავებული თანხებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვის ცოდნა;
** იმპორტის ოპერაციების, მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვის ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამების (ORIS, 1C ან სხვა) ცოდნა;
** Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, სიზუსტე, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის, ანალიტიკური აზროვნებისა და ვადების დაცვის უნარი;
** სავალდებულოა სამშენებლო სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.