მთავარი ბუღალტერი — საქართველოს საპენსიო ფონდი

საქართველოს საპენსიო ფონდი

მთავარი ბუღალტერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

სსიპ "საქართველოს საპენსიო ფონდი" აცხადებს კონკურსს ადმინისტრაციული დეპარტამენტის საფინანსო განყოფილების მთავარი ბუღალტრის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
საქართველო
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური მიმართულებით.
  • საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.
  • "საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და მისი გამოყენების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 15 იანვრის №17 ბრძანების, "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს ების) საფუძველზე ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 5 მაისის №108 ბრძანების, "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ცვეთის/ამორტიზაციის ბუღალტრულ აღრიცხვასა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2020 წლის 2 დეკემბრის №289 ბრძანების, "საბიუჯეტო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 4 თებერვლის №24 ბრძანების, "საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანების, "საქართველოს საბიუჯეტო კლასიფიკაციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 5 აპრილის №99 ბრძანების, "სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის №424 ბრძანების, "სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2023 წლის 2 თებერვლის №32 ბრძანების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა;
  • Microsoft Office პროგრამების ცოდნა;
  • სახელმწიფო ხაზინის ელექტრონული მომსახურების სისტემის (eTreasury) ცოდნა;
  • ბუღალტრული პროგრამის (ORIS) ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა.
  • სწრაფი და ეფექტური რეაგირება დაკისრებული მოვალეობების შესრულებისას.
  • სხვადასხვა საკითხებზე მოკლევადიან რეჟიმში ერთდროული მუშაობის უნარი.
  • დადებითი და მოტივირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:

  • ბუღალტრული აღრიცხვა საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად.
  • ბუღალტრული საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის უზრუნველყოფა.
  • ინვენტარიზაციის შედეგების ბუღალტრული ასახვის უზრუნველყოფა.
  • ორგანიზაციებსა და ცალკეულ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა აღრიცხვა.
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნების უზრუნველყოფა.
  • შემოსულობებისა და გადასახდელების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოება.
  • ფონდის თანამშრომელთა ხელფასებისა და სხვა განაცემების (შვებულება, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნა, საბოლოო ანგარიშსწორება, მივლინება) დარიცხვა და გაცემა.
  • ფინანსური ანგარიშგების შედგენა მოქმედი კანონმდებლობით.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ