მთავარი ბუღალტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის მართვა;
- ფინანსური ანგარიშგების მომზადება და წარდგენა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და კონტროლი;
- ბუღალტრული ოპერაციების სისწორისა და შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- სახელმწიფო უწყებებთან და აუდიტორებთან ურთიერთობა;
- საბუღალტრო გუნდის მართვა და კოორდინაცია;
- აქციზურ საქონელთან დაკავშირებული საბუღალტრო და საგადასახადო ოპერაციების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
- აუცილებელია აქციზურ საქონელთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- ფინანსური პროგრამებისა და MS Office-ის, განსაკუთრებით Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ანალიტიკური აზროვნება და გუნდის მართვის უნარი.
ანაზღაურება: 1000$-დან, გასაუბრების საფუძველზე
ვაკანსია –ბუღალტერი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება;
- საბუღალტრო გატარებების წარმოება;
- ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა დოკუმენტების აღრიცხვა;
- საგადასახადო დეკლარაციების მომზადებაში მონაწილეობა;
- აქციზურ საქონელთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ოპერაციების აღრიცხვა (სასურველია);
- ბუღალტრული მონაცემების კონტროლი და ანგარიშგებების მომზადებაში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ან დამამთავრებელი კურსის განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
- სასურველია აქციზურ საქონელთან მუშაობის გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამებისა და MS Office-ის ცოდნა;
- პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში მუშაობას.
ანაზღაურება: 1000$, გასაუბრების საფუძველზე