მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი — თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯი

მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის მშენებლობის ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული ტექნიკური/ უმაღლესი განათლება;

დამატებითი მოთხოვნები:

** ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული ტექნიკური და სხვა დოკუმენტაციის დადგენილი წესის შესაბამისად წარმოება და აღრიცხვა;
** გაზმომარაგების ქსელების (ახალი მშენებლობების, რეაბილიტაციების, რეკონსტრუქციების) მშენებლობისა და განვითარების ტექნიკური ზედამხედველობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო წესებისა და რეგულაციების მიხედვით, ასევე გაზის მეურნეობაში მოქმედი ტექნიკური ნორმების და რეგლამენტების სრული დაცვით უზრუნველყოფა;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული გაზსადენი ქსელების სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და ქსელის განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტების ფარგლებში განსახორციელებელი სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
** ახლადაშენებული და ახლადგაზიფიცირებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების შესრულებულ სამუშაოთა აქტებთან (ფორმა №2) შესაბამისობაზე კონტროლის განხორციელება;

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:

** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის ქ21ა
ანაზღაურება კონკურენტული