ინჟინერ-კონსტრუქტორი — ბარს მეკატრონიკი

ბარს მეკატრონიკი

ინჟინერ-კონსტრუქტორი

₾3000 ახალი თბილისი · ადგილზე სრული განაკვეთი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანია "ბარს მეკატრონიკი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-კონსტრუქტორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: გ. ლორთქიფანიძის #19გ, სამგორი (ყოფილი კაიროს ქუჩა)
ანაზღაურება: საწყის ეტაპზე Net - 3000 ლარი
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 08:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტექნიკური ნახაზებისა და 3D მოდელების მომზადება;
** SolidWorks-ში ტექნიკური ნახაზებისა და მოდელების შექმნა;
** ტექნიკური ნახაზების წაკითხვა და დამუშავება;
** საწარმოო დეტალებისა და კონსტრუქციების პროექტირება;
** მეტალის კონსტრუქციებისა და დეტალების პროექტირება;
** წარმოების პროცესთან კოორდინაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
** საინჟინრო დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
** უსაფრთხოების და ტექნიკური სტანდარტების გათვალისწინებით მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება საინჟინრო მიმართულებით;
** SolidWorks-ის პროგრამის ცოდნა;
** 3D მოდელირების გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური ნახაზების შედგენისა და წაკითხვის უნარი;
** საინჟინრო და ტექნიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** აუცილებელია ქართული ენის, თურქულის ან რუსულის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.