მორიგე-ტექნიკოსი — ბიზნეს ცენტრი

ბიზნეს ცენტრი

მორიგე-ტექნიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი
ბიზნეს ცენტრში ვაცხადებთ ვაკანსიას მორიგე-ტექნიკოსის პოზიციაზე.

** ელექტროსისტემების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ლიფტების ტექნიკური მომსახურება-მონიტორინგი;
** სათვალთვალე სისტემების მომსახურება;
** დაშვების სისტემების მომსახურება;
** შლაგბაუმების დაზიანების შემთხვევაში მომსახურება; შლაგბაუმის პულტების დაპროგრამება;
** უსაფრთხოების (სახანძრო) სისტემების მომსახურება;
** ჩილერების მომსახურება (იგულისხმება გარეცხვა და მონიტორინგი);
** გათბობის ქვაბების მონიტორინგი და კონტროლი;
** სატუმბო სადგურის ტექნიკური მომსახურება;
** BMS-ის მართვის კარადების მონიტორინგი და წმენდა;
** აგრეგატების მართვის კარადების მონიტორინგი და სისუფთავის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში წმენდა;
** სავენტილაციო დანადგარების ფილტრების რეცხვა/შეცვლა;
** ფანკოილების სრული მომსახურება;
** დიზელგენერატორის მონიტორინგი და კონტროლი;
** კომპეტენციის ფარგლებში, კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
** სასურველია უცხო ენების ცოდნა;
** პუნქტუალურობა, შრომისუნარიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ