მონტიორ-ინსტალატორი — ახალი ქსელები

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
ახალი ქსელები — ლოგო
ახალი ქსელები

მონტიორ-ინსტალატორი

₾1360 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას მონტიორ-ინსტალატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

განაკვეთი: სრული

ანაზღაურება:

  • გამოსაცდელი ვადის პერიოდში ხელზე ასაღები 1360 ლარი
  • გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ ხელზე ასაღები 1360 ლარი + ბონუსი.
  • საკუთარი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, თანამშრომელს დამატებით ჩაერიცხება იჯარა - 800 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

  • ოპტიკური სააბონენტო ქსელის ინსტალაცია;
  • ყოველდღიურად სამოქმედო უბანში შემოსული ყველა დადგმა, დაზიანება-აღდგენის შესრულება წინასწარ დადგენილ ვადებში;
  • აბონენტის სახაზო ნაწილის მონტაჟი;
  • კომპიუტერში მოდემისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • გამართულად მეტყველება;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "ახალი ქსელების" მხრიდან დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. შესაძლებელია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა ვაკანტური პოზიციისთვის.

შპს "ახალი ქსელები" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

ჩვენ მოგიძებნით ხელოსნის ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა ხელოსნის ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.