მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსი — საქართველოს კლინიკები

საქართველოს კლინიკები

მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"საქართველოს კლინიკები" აცხადებს მონაცემთა უმცროსი ანალიტიკოსის ვაკანსიას სათავო ოფისში.

"საქართველოს კლინიკები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ცინცაძის N24 ა

სამუშო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფინანსური, ოპერაციული და კლინიკური ბიზნეს ანგარიშების მომზადება მონაცემთა ბაზებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით;
  • სტრუქტურული ერთეულებიდან შემოსული რეპორტინგის მოთხოვნების მიღება, დაზუსტება და შესრულება შეთანხმებულ ვადებში;
  • რეგულარული — ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური — ანგარიშგების ციკლის დროული შესრულება;
  • კომპანიის ხარჯებისა და შემოსავლების მონაცემების დამუშავებაში მონაწილეობა ანგარიშგების ავტომატიზაციის მიზნით;
  • რეპორტინგის პროცესების ავტომატიზაციაში ჩართულობა;
  • SQL ბაზებიდან მონაცემების ამოღება მზა მოთხოვნებისა და პროცედურების გამოყენებით და მათი Power BI-ის რეპორტებში ასახვა;
  • Power BI-ში არსებული რეპორტების მიმდინარე მხარდაჭერა — მონაცემების განახლება, ვიზუალებისა და ფილტრების კორექტირება და მარტივი რეპორტების შექმნა;
  • SSRS-ის paginated რეპორტების განახლება, პარამეტრებისა და ფორმატირების კორექტირება და მარტივი ახალი რეპორტების აწყობა;
  • ბიუჯეტის კონტროლის ფაილის განახლება და მონაცემების შევსება;
  • მენეჯმენტისთვის განკუთვნილი ანალიტიკური ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადებაში დახმარება;
  • მომზადებული ანგარიშების სისწორისა და სისრულის შემოწმება, მონაცემებში შესაძლო შეუსაბამობების გამოვლენა და მათ შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
  • მომზადებული რეპორტებისა და გამოყენებული მოთხოვნების დოკუმენტირება;
  • პერიოდული ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან;
  • განყოფილებაში დანერგილი სამუშაო ინსტრუმენტების, მონაცემთა სტრუქტურისა და ანგარიშგების პროცედურების ეტაპობრივი ათვისება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების, მათემატიკის, სტატისტიკის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება არ არის აუცილებელი — პოზიცია განკუთვნილია კარიერის დასაწყისში მყოფი კანდიდატისთვის;
  • უპირატესობად ჩაითვლება ანალიტიკის ან სამედიცინო სფეროში მუშაობის/სტაჟირების გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის, მაღალ დონეზე ცოდნა (ფორმულები, PivotTable, VLOOKUP/XLOOKUP, მონაცემების დამუშავება და გასუფთავება);
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საბაზისო პრინციპების ცოდნა;
  • SQL, Power BI და SSRS / Report Builder პროგრამების საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად (კომპანია უზრუნველყოფს კანდიდატის გადამზადებას აღნიშნული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1/B2 დონეზე;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);
  • პროფესიული განვითარებისკენ სწრაფვა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 სექტემბერი, 2026

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ