მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტი — აითრეიდი

აითრეიდი

მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"iTrade.ge" წარმოადგენს შესყიდვების სატენდერო პლატფორმას, რომელიც B2B სექტორში უკვე 2 წელია ოპერირებს და კომპანიებს ეხმარება მარტივად იპოვონ ახალი მომწოდებლები და აწარმოონ შესყიდვები, ასევე მონაწილეობა მიიღონ პლატფორმაზე გამოცხადებულ ტენდერებში და გაზარდონ თავიანთი გაყიდვები.

"iTrade.ge" აცხადებს ვაკანსიას მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

კანდიდატის ძირითადი მოვალეობაა iTrade.ge-ზე გამოცხადებული ტენდერების შესახებ შესაბამისი პოტენციური მომწოდებლების სატელეფონო ინფორმირება და მათთვის ტენდერში მონაწილეობის შეთავაზება.

თქვენი მოვალეობები იქნება:

  • წინასწარ მოწოდებულ საკონტაქტო ბაზასთან დაკავშირება;
  • მომწოდებლებისთვის მიმდინარე ტენდერის შესახებ მოკლე ინფორმაციის მიწოდება;
  • ტენდერში მონაწილეობის შეთავაზება;
  • დაინტერესებული კომპანიებისთვის საჭირო ინფორმაციის/ბმულის გაზიარება;
  • განხორციელებული ზარებისა და მიღებული პასუხების მარტივი აღრიცხვა;
  • მომწოდებლების მოძიება და საკონტაქტო ბაზების შეგროვება ამ პოზიციის მოვალეობაში არ შედის — ბაზა მოგეწოდებათ კომპანიის მხრიდან.

რას ველით კანდიდატისგან:

  • გამართული და სასიამოვნო კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • თავაზიანი და პროფესიონალური სატელეფონო კომუნიკაცია;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • საოფისე პროგრამებში მუშაობის საბაზისო უნარები;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ფორმატი: დისტანციური
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ