მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტი- გორი — საგანმანათლებლო რესურსები

ეს ვაკანსია დასრულდა და აღარ იღებს განაცხადებს. ქვემოთ ნახეთ მსგავსი აქტიური ვაკანსიები.
საგანმანათლებლო რესურსები — ლოგო
საგანმანათლებლო რესურსები

მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტი- გორი

₾1100 იწურება ადგილზე სრული განაკვეთი

შპს "საგანმანათლებლო რესურსები" არის კომპანია, რომლის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის საგანმანათლებლო რესურსებით და ინვენტარით, მათ შორის, საჯარო სკოლის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა.

შპს "საგანმანათლებლო რესურსები" აცხადებს ვაკანსიას მომსახურებისა და კონსულტაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა - მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, პროდუქტებთან დაკავშირებული ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • სარეალიზაციო სივრცის მოწესრიგება;
  • პროდუქციის მიღება-დასაწყობება, რეალიზაცია;
  • პროდუქციის გაყიდვაზე მაქსიმალური ზრუნვა.

მოთხოვნები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • ტექნიკურ მოწყობილობებთან (პადი, POS-ტერმინალი და სხვა შესაბამისი მოწყობილობები) მუშაობის უნარი;
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კეთილსინდისიერება.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ანაზღაურება - 1100 ლარი (ხელზე ასაღები), ჯანმრთელობის დაზღვევა სურვილის შემთხვევაში;
  • სამუშაო გრაფიკი - ცვლები;
  • ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 24 სამუშაო დღე.

მდებარეობა: გორი

ჩვენ მოგიძებნით მომხმარებელთან ურთიერთობების ვაკანსიებს

დატოვე შენი ნომერი, და როცა მომხმარებელთან ურთიერთობების ვაკანსიები დაიდება, პირდაპირ ტელეფონზე შეგატყობინებთ.

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ