მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი — m²

m² — ლოგო

მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

m² უკვე 18 წელია საქართველოში ქმნის კომფორტული ცხოვრების ახალ, თანამედროვე სტანდარტს. კომპანიას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქვეყნის უძრავი ქონების ბაზარზე, რაც განპირობებულია მისი გუნდის მაღალი პროფესიონალიზმითა და ინოვაციური მიდგომებით.

ხოლო თუ მუდმივად ეძებ საქმის გაუმჯობესების შესაძლებლობას, იჩენ ინიციატივას და შენთვის ცვლილებები საინტერესო გამოწვევაა მაშინ შემოუერთდით m²-ის გუნდს!

კომპანია m² აცხადებს ვაკანსიას მომხმარებლებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პირველადი კომუნიკაცია ახალ მომხმარებელთან;
  • შემოსული ზარების/მოთხოვნების დროული კოორდინაცია/შესრულება;
  • მომხმარებლების ელექტრონული ბაზების მართვა;
  • მომხმარებლებთან ხელშეკრულების გაფორმება;
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალური მედიის საშუალებით;
  • საჭიროების შემთხვევაში, ბინების, გადახდის გრაფიკისა და მომხმარებლის ცვლილება;
  • მომხმარებლებთან შეხვედრების ორგანიზება სამშენებლო ობიექტზე;
  • ბინის ჩაბარების პროცესის უზრუნველყოფა

საკვალიფიკაციო ცოდნა და უნარები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა - B2 დონე;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდის პასუხისმგებლობის გაზიარების და მხარდაჭერის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირების და ანალიზის უნარი;
  • ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • მოქნილობა ცვლილებების მიმართ;
  • MS Office.

ვაცხადებ თანხმობას ჩემი პერსონალური მონაცემები დაამუშაოს შპს "მ2 ჯგუფმა" (ს/კ: 404499431) არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

დამუშავებული პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით.

ჩემთვის ცნობილია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ჩემი უფლებების შესახებ.