მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი — ბენე კომფორტი

ბენე კომფორტი — ლოგო
ბენე კომფორტი

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი

₾4000 ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფოლიო 60-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, აპარტ-ოტელებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა კომპანიაში დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
  • არსებულ და ახალ მომხმარებლებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება და მომხმარებელთა ბაზის წარმოება;
  • პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მომხმარებლებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
  • მომხმარებლის მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
  • საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.

პიროვნული თვისებები:

  • მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 საათი.
  • ანაზღაურება: ფიქს. 1500 + ბონუსი (ჯამური საშუალო ანაზღაურება - 4000 ლარი)