მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი — eMoney

eMoney

მომხმარებელთა მხარდაჭერის წარმომადგენელი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

eMoney პირველი და უმსხვილესი ქართული ფინ-ტექ ჯგუფია, რომელშიც შედის ელექტრონული საფულე eMoney.ge და კრიპტობირჟა MyCoins.ge. კომპანია 15 წლის წინ დაარსდა და დღეს სერვისს უწევს 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს. კომპანიის სერვისების გამოყენება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან არის შესაძლებელი.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებადი)

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მომართვების (ზარი, ჩათი, ელ.ფოსტა) მიღება და დროული დამუშავება;
  • კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად ფლობა და კონსულტაციის გაწევა;
  • მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული საკითხების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
  • საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებელთან გამავალი კომუნიკაცია და სერვისების შეთავაზება;
  • სხვადასხვა დეპარტამენტებისგან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (აუცილებელია);
  • MS Office, MS Excel სამუშაო დონეზე ცოდნა;
  • გამართული მეტყველება და ინფორმაციის მარტივად გადმოცემის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

რას გთავაზობთ:

  • პროფესიულ სამუშაო გარემოსა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • პერიოდულად ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • სტაბილურ და კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • Fitpass.

სამუშაო გრაფიკი: მომსახურება ხორციელდება 24/7 რეჟიმში. სამუშაო დრო შეადგენს კვირაში არაუმეტეს 40 საათისა, წინასწარ გაწერილი გრაფიკით (მათ შორის: 09:00-17:00, 12:00-20:00, 17:00-24:00, 24:00-09:00).

ოფიციალურ უქმე დღეებში მუშაობა დამატებით ანაზღაურდება

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ ჩვენ ვახორციელებთ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.