მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი — Setanta Bet

Setanta Bet — ლოგო
Setanta Bet

მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი

შეთანხმებით ახალი ადგილზე სრული განაკვეთი

"Setanta Bet" აცხადებს ვაკანსიას მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის თანამდებობაზე.

ლოკაცია: თბილისი - (სასტუმრო "სტამბა" კოსტავა #14)

სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (დღის, საღამოს, ღამის ცვლები)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებელთა მხარდაჭერა ტელეფონის, ონლაინ ჩატის და მეილის საშუალებით;
  • მომხმარებელთა დახმარება პირადი ანგარიშის, ტრანზაქციების, პრომოების და სხვა ზოგადი შეკითხვების მართვაში;
  • მომხმარებლისთვის ზუსტი და მკაფიო ინფორმაციის მიწოდება კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების შესახებ;
  • პრობლემური საკითხების, მომხმარებელთა საჭიროების პროაქტიულად გამოვლენა და კოორდინაცია შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან;
  • პრობლემური შემთხვევების სწორი და დროული იდენტიფიკაცია და პრობლემის ესკალაცია შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით;
  • ნებისმიერი საეჭვო ან თაღლითური აქტივობის გამოვლენის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;

კომპეტენციები და უნარები:

  • მინიმუმ 6-თვიანი ან 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება iGaming / Gambling / Betting ინდუსტრიაში მომხმარებელთა მხარდაჭერის პოზიციაზე;
  • მომხმარებელთა მხარდაჭერის პლატფორმებთან და სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (წერითი და ვერბალური);

პიროვნული უნარები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა და ემპათიური კომუნიკაციის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში სწრაფი ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ერთდროულად რამდენიმე დავალებაზე ეფექტურად მუშაობის უნარი (Multitasking).

მსგავსი ვაკანსიები

შეიძლება დაგაინტერესოთ