მოლარე/მიმტანი
"Nasimi" — თურქული და ახლო აღმოსავლური სამზარეულოს რესტორანია, სადაც სტუმრებს განსაკუთრებულ გემოს, მყუდრო გარემოსა და მაღალი ხარისხის მომსახურებას ვთავაზობთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სისუფთავე, გუნდური გარემო და თანამშრომლებზე ზრუნვა.
ამ ეტაპზე ვეძებთ მიმტანს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის პასუხისმგებლიანი და ენერგიული წევრი.
ლოკაცია: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის 116
გრაფიკი: კვირაში 6 დღე | 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, 1 საათიანი შესვენებით.
ძირითადი მოვალეობები:
- სალარო ოპერაციების განხორციელება;
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების მიღება;
- სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
- სტუმრების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
- კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
"ნასიმი" გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
- ლანჩით უზრუნველყოფას.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 20.06.2026