მოლარე-კონსულტანტი- თბილისი, ბათუმი
კომპანია "ჯითექსი" 2007 წელს დაარსდა და მას შემდეგ წარმატებულად ოპერირებს ბაზარზე ტანსაცმლის, ავეჯისა და სახლის აქსესუარების ხაზით. იგი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: Penti, Matalan, OVS, Terranova, KIABI, Enza Home, EnglishHome, Principe. კომპანია წარმოდგენილია 30-ზე მეტი მაღაზიით თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და გორში. "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე. სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 დღე, ცვლებში; ლოკაცია: თბილისი/ბათუმი მაღაზია: Enza Home-აღმაშენებლის ხეივ. #90 Enza Home- ბათუმი (ს/ც გრანდ მოლი) ფუნქცია-მოვალეობები ** მომხმარებლთა მომსახურება და საქონლის შეძენასთან დაკავშირებული ანგარიშსწორება კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად; ** სალაროსთან მუშაობის შემთხვევაში შესაბამისი პროცედურებისა და სალარო ოპერაციების თანმდევი დოკუმენტაციის სიზუსტის დაცვა; ** კოლექციის მიღებაში, მიღებული საქონლის ინვენტარიზაციასა და სხვაობების გამოვლენაში მონაწილეობა; ** მომხმარებლის კონსულტირება და პროდუქციის შესახებ, საჭიროებისამებრ, სრული ინფორმაციის მიწოდება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** სასურველია უცხო ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. პიროვნული კომპეტენციები/უნარები ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ** გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.